www.pfl.ge

 საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა  

 საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა

 გახადე სასტარტო გახადე სასტარტო დაამატე რჩეულებში დაამატე რჩეულებში

     
მთავარი გვერდი  
ჩვენს შესახებ  
მენეჯმენტი  
პროექტები  
ლიგა  
სპონსორები  
ფოტოგალერეა  
სტუმართა წიგნი  
კონტაქტები  
     
 
 თასის აფიშა - 2010
 თასის აფიშა - 2010
 
 გენერალური სპონსორი
 გენერალური სპონსორი
 

 
 

კალენდარი

«    Sep 2010    »
MoTuWeThFrSaSu
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

მიეცი შენი ხმა


10
12
14
16


 
 
 WEB DESIGN COMPANY
 
 PROFESSIONAL GLOBAL NETWORK

Counter 2003 წლიდან
 
2010-06-30 სიახლეები

 Professional Football League of Georgia 29 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მე-14 კონფერენცია. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბების წარმომადგენლებმა. უმაღლესი ლიგის კლუბებიდან წარგზავნილი დელეგატები აღჭურვილნი იყვნენ ხმის უფლებით, ხოლო პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა ასოცირებული წევრების სტატუსით მიიღეს. კონფერენციას დაესწრო და მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დომენტი სიჭინავამ.

კონფერენციამ წინასწარ შეთანხმებული შემდეგი დღის წესრიგით იმუშავა:

1. 2010/11 წლების საფეხბურთო სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დუბლშემადგენლობის და ჭაბუკთა ლიგის მატჩების პირველობის გამართვა;

2. 2011 წლის საქართველოს თასის ფინალის თარიღის დადგენა;

3. 2010 წლის სუპერ თასის თარიღის დადგენა;

4. სადისციპლინო კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცება;

5. ხვა მიმდინარე საკითხები

კონფერენციაზე მოხდა კლუბებისთვის საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვიცეპრეზიდენტის, მიხეილ ჯიშკარიანის და ფინანსურ საკითხებში ლიგის პრეზიდენტის თანაშემწის, ზაზა გუნცაძის ოფიციალური წარდგენა.

კონფერენციამ დაადგინა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2010-2011 სეზონის გათამაშება ჩატარდება დამტკიცებული დებულების შესაბმისად 10-გუნდიანი ჩემპიონატი 4 წრედ. კორექტირება განიცადა ლიგიდან გავარდნის წესმა. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი გიორგი ფირცხალავა გამოვიდა ინიციატივით, რომ 2010-2011 სეზონის დასრულების შემდეგ მე-9 და მე-10 ადგილებზე გასული გუნდების ქვედა ლიგაში დაქვეითების და მათ ადგილებზე პირველი ლიგის პირველ და მე-2 ადგილზე გასული გუნდების აღზევების გარდა შემოღებული იქნას გადათამაშების პრინციპი. კერძოდ, უმაღლეს ლიგაში მე-8 ადგილზე გასული და პირველ ლიგაში მე-3 ადგილზე გასული გუნდები გადათამაშების მატჩში უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ საგზურს გაითამაშებენ. გადათამაშება იქნება ერთმატჩიანი, ჩატარდება ნეიტრალურ მოედანზე და მისი გამართვის ადგილსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა. ინიციატივის ავტორის განმარტებით, გათამაშების ეს მოდელი უმაღლესი ლიგის ჩემპიონატს გაცილებით დაძაბულს გახდის და საგრძნობლად შეამცირებს ეგრეთწოდებულ გამსვლელი” თამაშების რაოდენობას. ასევე, პირველ ლიგაშიც გაცილებით გაიზრდება მოტივაცია და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა საგრძნობლად უშეღავათო ხასიათს მიიღებს.

კონფერენციის დელეგატებმა პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის ეს ინიციატივა მოიწონეს და ერთხმად დაამტკიცეს.

კონფერენციამ განიხილა და დაამტკიცა პირველ ლიგაში სამონაწილეო საწევროს 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე გაზრდის საკითხი.

გიორგი ფირცხალავა კიდევ 2 ინიციატივით შემოვიდა, რაც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის თარიღს და საქართველოს სუპერთასს ეხებოდა. საქართველოს თასის ფინალი ტრადიციულად გაზაფხულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იმართებოდა. ეს დღე ყოველთვის დატვირთული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით, რის გამოც, თასის ფინალი ერთგვარად ჩრდილში იყო მოქცეული. გიორგი ფირცხალავას ინიციატივით, რასაც დელეგატებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი, 2011 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის დღედ შეირჩა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვების დღე - 13 მაისი.

რაც შეეხება საქართველოს სუპერთასის ჩატარების თარიღს, პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით და კონფეწრენციის დელეგატების თანხმობით ეს ჯილდო საქართველოს ჩემპიონს - რუსთავის ”ოლიმპსა” და თასის მფლობელს, თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” შორის 2010 წლის 20 ოქტომბერს გათამაშდება. სუპერთასის სამასპინძლო არენას საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა სეზონის განახლებამდე შეარჩევს.

კონფერენციამ თანხმობა განაცხადა ინიციატივაზე, რომ 2010-2011 სეზონიდან უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლშემადგენლობების და ჭაბუკთა ლიგის (ორ ასაკში (1995-1996, 1993-1994 წლებში დაბადებულთა შორის) ჩემპიონატებს ორგანიზებას საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა გაუწევს. კონფერენციამ კენჭი უყარა და დაამტკიცა, რომ 1993-1994 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონატში საგანაცხადო შემადგენლობაში გუნდებს 1992 წელს დაბადებული 8 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მიეცეთ. დუბლშემადგენლობების ჩემპიონატის სამონაწილეო საწევრო 10-დან 12 ათას ლარამდე გაიზარდა, რადგან თამაშების რაოდენობა 27-ის ნაცვლად 36 გახდა (3-დან 4 წრემდე მოიმატა), რაც ავტომატურად ზრდის საორგანიზაციო ხარჯებს. დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის ტურები გაიმართება ორშაბათობით, უმაღლესი ლიგის ტურის დასრულებიდან მეორე დღეს.

კონფერენციამ განიხილა კომპანია ”კოლხიდასთან” დაკავშირებული ფინანსური საკითხები. ამ თემის ირგვლივ დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს პროფესიული ლიგის პრეზიდენტის თანაშერმწე ფინანსურ საკითხებში ზაზა გუნცაძე და კომპანია ”კოლხიდას” დამფუძნებელი ლექსო თოფურია. თავისი პოზიიცია დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დომენტი სიჭინავამ. მიღწეული სამმხირივი შეთანხმებით (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა, კომპანია ”კოლხიდა”) კომპანია ”კოლხიდას” ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადად 2010 წლის 31 ივლისი დაუწესდა.

კონფერენციაზე გაჟღერდა სადისციპლინო კოდექსში გამკაცრების კუთხით შეტანილი ცვლილებები, რაც უეფას რეკომენდაციით არის განპირობებული.

კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო უეფას მედიაოფიცერი, მამუკა კვარაცხელია, რომელმაც დელეგატებს შესთავაზა შემდეგი ცვლილებები:

ჩემპიონატის და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მატჩებზე 12 წლამდე ასაკის ბავშვთა უფასოდ დასწრება;

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალებში მიღებული ყვითელი ბარათების ანულირება, რათა ფინალურ მატჩში ყველა უძლიერესმა ითამაშოს;

2001 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ ეროვნული ჩემპიონატის ჰიმნად დამტკიცებული ჯანსუღ კახიძის საფეხბურთო მარშის საქართველოს სტადიონებზე დაბრუნება, რითაც შესრულდება აღმასკომის გადაწყვეტილება;

ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლა.

აღნიშნული ოთხი საკითხი საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის ინიციატივით განსახილველად გადაეგზავნა ლიგის გამგეობას.

პფლ-ს პრესსამსახური

 
 
 
 
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ონლაინ ანგარიშები
 
 MyFootballgeopfl.Com
 MyFootballgeopfl.Com
 
 Conte - dia 2006
 Conte - dia 2006
გადმოიწერე კლიპი
 
 USSR - BRAZIL  1965
 USSR - BRAZIL  1965
 
 ArveladzeFund.Com
 ArveladzeFund.Com
 
 
 
 
 
 
 
 Fanebi.Com
 
 Goli.Ge
 
 SwallowSport
 
 
 საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
ტოპნიუსები
  • 2007-10-08
  • 2006-11-02
  • 2006-11-05
  • 2007-05-26
  • 2008-05-30
  • 2006-10-10
  • 2009-08-27
  • 2006-11-18
  • 2007-08-11
  • 2009-10-08
  •  
       

    მთავარი გვერდი  l  ჩვენს შესახებ  l  მენეჯმენტი  l  პროექტები  l  ლიგა

       
      Copyright © 2003-2010 Professional Football League of Georgia - Best viewed with MSIE 5.0 and more - 800x600 pixels.  
      All rights reserved. Powered by WebState.Info