29 ივნისს, 14 საათზე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის კონფერენცია.
კონფერენციის დღის წესრიგში შეტანილია შემდეგი საკითხები:
1.2010-2011 წლების სეზონში უმაღლესი, პირველი ლიგების და თასის გათამაშების რეგლამენტის დამტკიცება
2.სუპერთასის მატჩის გამართვის თარიღის დამტკიცება
3.საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დუბლშემადგენლობის და ჭაბუკთა ლიგის გათამაშებების პფლ-ის ეგიდით ჩატარების შესახებ.
4.პირველ ლიგაში დავალიანების მქონე კლუბების საკითხის განხილვა
5.სხვა მიმდინარე საკითხები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები.