სიონი და სპარტაკი დაისაჯნენ!
დღეს
ჩატარდა საქართველოს ფებურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა
,
რომელზეც განიხილეს ა.წ.
5 თებერვალს, რუსთავში ჩატარებული ბოლნისის ,,სიონისა” და ცხინვალის ,,სპარტაკის” მატჩის საკითხი.
სხდომას ესწრებოდნენ ცხინვალის ,,სპარტაკის” პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი, კლუბის წარმომადგენელი ჯემალ ჭიპაშვილი, ბოლნისის ,,სიონის” გენერალური დირექტორი ნუგზარ ლომთაძე,
პროფ
ლიგის პრეზიდენტი გიორგი ფირცხალავა, მატჩის მსაჯთა დამკვირვებელი ედიკ დურსუნიში, მატჩის დელეგატი სერგო კოტრიკაძე. კომიტეტის წევრები გაეცნენ შეხვედრის მსაჯების მალხაზ ბეუქლიშვილის, ზაზა მენთეშაშვილის, მამუკა ურუშაძის და ზაზა ფიფიას მოხსენებით ბარათებს.
კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს
XXI ეროვნული ჩემპიონატის კალენდარული
მატჩი ბოლნისის ,,სიონის” და ცხინვალი ,,სპარტაკის” გუნდებს შორის ჩატარდა ,,სამართლიანი თამაშის” პრინციპების დარღვევით, არასპორტულ ბრძოლაში. სფფ-ს სადისიციპლინო დებულებისა და სპფ ლიგის სადისიციპლინო დებულების თანახმად ზემოთხსენებულ,
ე.წ. გარიგებულ თამაშში მონაწილე გუნდების შედეგი
1:0 ცხინვალის ,,სპარტაკის” სასარგებლოდ გაუქმებულ იქნა. ორივე გუნდს ,,სიონსა” და ,,სპარტაკს” ჩაეთვალოს
წაგება
0:3 და დაჯარიმდნენ
1000-1000 ლარით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აფრთხილებს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს, რომ ჩემპიონატის და თასის გათამაშებაში ე.წ.
გარიგებუ
ლი, მატჩების ორგანიზებისა და მონაწილეობის შემთხვევაში, დააყენებს საკითხს სფფ-ს აღმასკომისა და სპფ ლიგის კონფერენციის წინაშე დამნაშავე გუნდების ჩემპიონატიდან მოხსნის შესახებ.
პფლ-ს
პრესსამსახური