შოთა არველაძის მეგობრები და საქართველოს ეროვნული ნაკრები
3 ივნისს
18:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შოთა არველაძის გასაცილებელი მატჩი გაიმართება. სტადიონზე მისული გულშემატკივრები მსოფლიოს ვარსკვლავების, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელების თამაშს იხილავენ. მატჩზე დასასწრები ბილეთები
31 მაისიდან ეროვნული სტადიონის სალაროებში გაიყიდება. ბილეთების ფასი
5,
7 და
10 ლარი იქნება.