www.pfl.ge

 საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა  

 საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა

 გახადე სასტარტო გახადე სასტარტო დაამატე რჩეულებში დაამატე რჩეულებში

     
მთავარი გვერდი  
ჩვენს შესახებ  
მენეჯმენტი  
პროექტები  
ლიგა  
სპონსორები  
ფოტოგალერეა  
სტუმართა წიგნი  
კონტაქტები  
     
 
 თასის აფიშა - 2010
 თასის აფიშა - 2010
 
 გენერალური სპონსორი
 გენერალური სპონსორი
 

 
 

კალენდარი

«    Sep 2010    »
MoTuWeThFrSaSu
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

მიეცი შენი ხმა


10
12
14
16


 
 
 WEB DESIGN COMPANY
 
 PROFESSIONAL GLOBAL NETWORK

Counter 2003 წლიდან
 
ჩვენს შესახებ

 About Us

2003 წლის 17 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მოიწონა ქუთაისის "ტორპედოს" მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის დიმიტრი რამიშვილის ინიციატივა და ამიერკავკასიაში პირველად ფეხბურთის პროფესიული ლიგა საქართველოში დაარსდა.

ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პროფესიული ფეხბურთის ლიგას ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების, აგრეთვე ჭაბუკთა სამივე ასაკობრივი ლიგის და დავით ყიფიანის ეროვნული თასის გათამაშების ჩატარების უფლება მიანიჭა.

დიმიტრი რამიშვილმა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი შემოიკრიბა და თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვა დაიწყო. საქართველოს ეროვნული  ჩემპიონატის პოპულარიზაცია, მას-მედიასთან და ხელისუფლებასთან კონსტრუქციული და გამჭირვალე თანამშრომლობის დამყარება, სატელევიზიო სივრცის ათვისება, სპონსორების და სტადიონზე მაყურებელთა მიზიდვა, ეროვნული ჩემპიონატისა და ტურნირების პრესტიჟის გაზრდა აუცილებლობას წარმოადგენდა.

სამი სეზონი რადიკალური ცვლილებების განხორციელებისათვის საკმარისი არაა. ამის მიუხედავად, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

პროფესიული ლიგის მონდომებით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ თასს პირველად  გამოუჩნდა სპონსორები: "კოკა-კოლა", ჯეოსელი, "აიეტი", "საქართველოს ბანკი".

ახლადდარსებული ორგანიზაცია სრულყოფილი არაა და ბევრი დაბრკოლების გადალახვა უხდება. ძნელია ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება, როდესაც ქართული გუნდების ნაწილს ფინანსურად უჭირს. ეს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს. რამდენჯერმე შეიცვალა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი, წელს კი - დავით ყიფიანის ეროვნული თასის გათამაშების.

წლიდან წლამდე  იხვეწება და მიმზიდველი ხდება დავით ყიფიანის ეროვნული თასის გათამაშების ფინალი. ფინალური შეხვედრების მაღალი დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მატჩის დროს შექმნილი წმინდა საფეხბურთო გარემოა, რაზეც პროფესიული ფეხბურთის ლიგა ზრუნავს. საფეხბურთო ღონისძიებაში შოუს ელემენტების დანერგვამ უდაოდ გაამართლა, რასაც სტადიონზე მოსული მაყურებელის დიდი რაოდენობა ადასტურებს.

პროფლიგამ აღადგინა საქართველოს სუპერთასის გათამაშება, რომელიც აუცილებლად გახდება პრესტიჟული გათამაშება.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობამ დაარსების დღიდან გადაწყვიტა, სეზონის საუკეთესოები მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების დაფასება. ამ მიზნით სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება "დია" უკვე მეორე წელია ტარდება. მიუხედავად ამისა, "დია" უკვე პრესტიჟული გახდა.

ლიგის კიდევ ერთი პროექტი გახლავთ  კომპიუტერული თამაში "ჩემი ფეხბურთი". ვირტუალური პროგრამა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციის გეგმის ნაწილია.

 About Us

 
 
 
 
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ონლაინ ანგარიშები
 
 MyFootballgeopfl.Com
 MyFootballgeopfl.Com
 
 Conte - dia 2006
 Conte - dia 2006
გადმოიწერე კლიპი
 
 USSR - BRAZIL  1965
 USSR - BRAZIL  1965
 
 ArveladzeFund.Com
 ArveladzeFund.Com
 
 
 
 
 
 
 
 Fanebi.Com
 
 Goli.Ge
 
 SwallowSport
 
 
 საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
ტოპნიუსები
  • 2007-10-08
  • 2006-11-02
  • 2006-11-05
  • 2007-05-26
  • 2008-05-30
  • 2006-10-10
  • 2009-08-27
  • 2006-11-18
  • 2007-08-11
  • 2009-10-08
  •  
       

    მთავარი გვერდი  l  ჩვენს შესახებ  l  მენეჯმენტი  l  პროექტები  l  ლიგა

       
      Copyright © 2003-2010 Professional Football League of Georgia - Best viewed with MSIE 5.0 and more - 800x600 pixels.  
      All rights reserved. Powered by WebState.Info